მიუხედავად საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული თამაშისა, რაგბისადმი ინტერესი ძნელად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ამაზე მეტყველებს ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშებზე რამოდენიმე წლის განმავლობაში გულშემატკივართა დასწრების თითქმის ერთი და იგივე ოდენობა (საკლუბო დონეზე გაცილებით რთული სიტუაციაა).
ძირითადად ეს არის ის ადამიანები ვისაც ოდესმე უთამაშია რაგბი და ისინი ვინც რაგბის მოთამაშეებთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან და მათი ოჯახის წევრების საგულშემატკივროდ მოდიან სტადიონზე.ამ პრობლემაზე საუბრისას რამოდენიმე მიზეზზე შეიძლება საუბარი, მაგრამ მე უფრო გამოვყოფდი რაგბის წესების არ ცოდნის გამო ადამიანების მხრიდან გამოჩენილ ნაკლებ ინტერესს. მართალია მთლად ახალი ხილი არ არის ქართველი გულშემატკივრისთვის რაგბი, მაგრამ ის ისეთი მასობრივი არ ყოფილა როგორც ფეხბურთი, ჭიდაობა, ძიუდო და სხვა სპორტის სახეობები. მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეულმა წარმატებებმა ქართული სპორტის გულშემატკივართა გულებში ამ სპორტის მიმართ ინტერესი ერთი ორად გააღვივა. მინდა დავუბრუნდე იმ მიზეზს რომელიც ზემოთ დავასახელე – რაგბის წესების არ ცოდნა, და ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ პრობლემის მოგვარებაში.
აქ თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ IRB-ს მიერ დადგენილი წესები ინგლისურ და რუსულ ენებზე.
(კარგი იქნება თუ რაგბის კავშირი მოახერხებს და გამოსცემს ქართულ ვერსიებსაც)
(კარგი იქნება თუ რაგბის კავშირი მოახერხებს და გამოსცემს ქართულ ვერსიებსაც)
No comments:
Post a Comment