თითოეულ საქმიან ადამიანს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტების არქივი გააჩნია, რომლებიც მან წლების მანძილზე დააგროვა. ეს დოკუმენტები წლების მანძილზე თაროებზე, უჯრებში და ა.შ. გროვდება, იმტვერება… იმისათვის კი, რომ ათობით, ასობით და ასობით ათასი დოკუმენტი
გადაახარისხო არა მარტო დიდი დრო, არამედ დიდი ძალისხმევაცაა აუცილებელი. ამ ამოცანის გასამარტივებლად კომპანიის Xerox ინჟინრებმა ინტერაქტიული სისტემა Smart Document Review წარმოადგინეს.
სისტემა Smart Document Review წარმოადგენს ინტერაქტიულ მაგიდას დიდი ჰორიზონტალურად განლაგებული სენსორული დისპლეით. მახვილი ალგორითმის მუშაობის პრინციპზეა გაკეთებული და არა ლამაზ ინტერფეისზე, რომელიც, თავის მხრივ რა თქმა უნდა სასიამოვნოა. დოკუმენტების დახარისხება ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელს შეუძლია, ამისთვის სისტემაში მძლავრი ინსტრუმენტების მთელი ნაკრებია გათვალისწინებული.
მაგალითისთვის, შესაძლებელია შეიქმნას ე.წ. “მაგნიტები”, რომლებიც დოკუმენტებიდან მხოლოდ იმათ ამოარჩევს, რომლებშიც საკვანძო სიტყვებია გამოყენებული. პროგრამული პლატფორმა თავადაც გთავაზობთ დალაგების ვარიანტებს, ხოლო მომხმარებელი შემდგომში თავად განსაზღვრავს მათი რელატურობის ხარისხს. მომხმარებლის შემოწმების შედეგების მიხედვით სისტემა საკუთარი შეცდომების შესახებ დასკვნებს აკეთებს და თანდათანობით აუმჯობესებს ალგორითმს. სისტემის ბაზაში დოკუმენტებს შორის ძიების შედეგების შენახვა მომხმარებელს ფლეშკაზე შეუძლია.
No comments:
Post a Comment